ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს აქცია რამეს გააფუჭებს ან პოლიტიკურ მდგომარეობას პრინციპულად შეცვლის

ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს აქცია რამეს გააფუჭებს ან პოლიტიკურ მდგომარეობას პრინციპულად შეცვლის

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 დეკემბერს დაგეგმილი აქცია პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა, მისივე თქმით, შეკრება არც „რამეს გააფუჭებს“.

„გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე ნებისმიერი ფორმით აღნიშნო, მათ შორის - პოლიტიკური კონტექსტიც მისცე, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს აქცია რამეს გააფუჭებს ან პოლიტიკურ მდგომარეობას პრინციპულად შეცვლის. დავაკვირდები ტელევიზორიდან, რა მოხდება, მაგრამ ალბათ, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ხვალ, 21 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქციას გამართავს.