მეუფე იოანე: მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს - დანაშაული აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება

მეუფე იოანე: მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს - დანაშაული აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება

დანაშაული აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება, - ამის შესახებ ქუთაისელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ მედიასთან განაცხადა.

„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან. ჩვენ გვინდა იყოს მშვიდობა და ერთობა ქვეყანაზე. როდესაც არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის რაღაც სადავო საკითხები, მაშინ ამ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და შენს სიმართლეს დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს მას, ვინც ეს ჩაიდინა. აღიაროს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა. ეს მაინც გააკეთოს. ვინ? ვინც მკვლელი იყო. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე დისტანციურად? ეს რა მკვლელობა არ იყო?!“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მან მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზეც ისაუბრა.

„მას დაუსვეს კითხვა 7 ნოემბრის შესახებ. 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი 2 საათი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. პროკურორმა ჰკითხა, კი მაგრამ, ჩვენს კითხვებზე პასუხი? - დავიღალეო. 2 საათიანი ლაპარაკით კაცი დაიღლება აბა რა, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა“, - აღნიშნა მეუფემ.