ჩუღურეთის რაიონში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.

ჩუღურეთის რაიონში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.

ჩუღურეთის რაიონში, აფხაზეთის N16-ში მწვავედ ავარიული ფერდობის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით უთმელიძემ საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 36 000 ლარია.