მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეული ლიდერები პარლამენტში შეუდგნენ მუშაობას. შესაძლოა, ბევრი ინიციატივა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც პოლარიზაციის შემცირებაში დაგვეხმარება და წინ წამოწევს ნამდვილად ინკლუზიურ მმართველობას, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.
„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის ლიდერებთან, მმართველი პარტიის წევრებთან ერთად ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის იმუშაოთ. ქართველებისთვის სიახლე იქნება, თუ მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტის წევრები საქმეში წინ წაწევას იმ პოლიტიკური ფონის გარეშე შეძლებენ, რომელიც ქვეყნის პროგრესის პარალიზებას იწვევს და რაც მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს. მე იმედი მაქვს, ქართველი ხალხი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას დაიწყონ დიალოგი, რომელიც გააჯანსაღებს ამ ქვეყანას და შეამცირებს არსებულ ღრმა პოლარიზაციას, რომელიც უკვე დიდი ხანია, გრძელდება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.