ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.
გარდა ამისა, ბოლოდროინდელი ლაბორატორიული მონაცემები ცხადყოფს, რომ პრეპარატი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურობას ინარჩუნებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილე იმ პირებს შორის, ვინც Pfizer-ის პრეპარატი მიიღო, არავინ გარდაცვლილა.
პერორალური პრეპარატი პერსპექტიული ახალი იარაღი შეიძლება გახდეს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით.
Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასე მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ. კოვიდინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკებს.
17 ნოემბერს, Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით მიმართა.