ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილი მისთვის კანონის შესაბამისად მიკუთვნებულ სასჯელს იხდის და მას მოუწევს ამ სასჯელის მოხდა

ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილი მისთვის კანონის შესაბამისად მიკუთვნებულ სასჯელს იხდის და მას მოუწევს ამ სასჯელის მოხდა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მისთვის კანონის შესაბამისად მიკუთვნებულ სასჯელს იხდის და მას მოუწევს ამ სასჯელის მოხდა.

მისი თქმით, თუკი ვინმეა პოლარიზაციაშია შესული, ესენი არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომელებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ დღის წესრიგში არიან.

„მიხეილ სააკაშვილი მისთვის კანონის შესაბამისად მიკუთვნებულ სასჯელს იხდის და მას მოუწევს ამ სასჯელის მოხდა. ჩვენი დღის წესრიგია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ჩვენ ამას ვაკეთებთ. თუკი ვინმე პოლარიზაციაშია შესული, ესენი არიან ის ოპოზიციური ჯგუფები, რომელებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ დღის წესრიგში არიან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.