პრეზიდენტის მხრიდან განცხადებების გარდა კონკრეტული ნაბიჯები თუ იქნება გადადგმული, კარგი იქნება, რასაც ჯერ ვერ ვხედავ -კარგი გამოსავალია საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენის რედაქციით იყოს მიღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად "ქართული ოცნება" ნაბიჯებს დგამს არა თანხმობისკენ, არამედ პოლარიზაციისკენ.
" „ქართულ ოცნებაზე" წნეხი უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმებით, რომ ნაბიჯები გადაიდგას დეპოლარიზაციასა და შეთანხმებისკენ. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ პოზიტიური განრიგი უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ შეთანხმებას უკან წაიღებს და ა.შ. ყოველ კვირაში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. გაგახსენებთ, საკრებულოებში არსებულ პროცესებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს და ა.შ.. ნაბიჯები იდგმება არა თანხმობისკენ, არამედ მეტი პოლარიზაციისკენ.
კარგი გამოსავალია საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენის რედაქციით იყოს მიღებული და ამასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს. თუ "ქართულ ოცნებას" ამის სურვილი აქვს, ეს შეუძლია", - განაცხადა ვაშაძემ.