თანამედროვე მსოფლიოში როცა ვიცით, რომ ამ ვირუსის ნაირსახეობა ე.წ. ომიკრონი არის ევროკავშირში, ინგლისში, ამერიკაში და ისრაელში და ამ ქვეყნებთან ხშირი მიგრაციული პოლიტიკა გვაქვს, წარმოუდგენელია ჩვენთან ერთეული შემთხვევები მაინც არ იყოს, - განაცხადა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან ფერაძემ.
„ეპიდემიოლოგების ვარაუდითაც, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, ეს შტამი მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლებს „დელტა“ შტამს. ზუსტად ვიცით ერთი რამ, რომ აცრა, მათ შორის „ფაიზერი“ შველის, „ბუსტერი“ „ფაიზერის“ შველის და დღესდღეობით, საშუალება, რომ მეხუთე ტალღა არ მივიღოთ, არის მასობრივი აცრა„ - აღნიშნა ფერაძემ.