„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერს არჩილ ჩიქოვანს შეხვდნენ, მოგვიანებით კი მისი კაბინეტის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლები ძალია გამოყენებით გაიყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა პრეტენზიები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას უკავშირდებოდა.
„შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის დარღვევით მიმდინარეობს წარმოება. მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, სადაც მოქალაქეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. ჩვენ აღნიშნულ საქმის წარმოებას ვაგრძელებთ და ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმის მერმა.