ჯაბა სამუშია: ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას?! რას ნიშნავს ადამიანის სახელმძღვანელოში არ შეყვანა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით?!

ჯაბა სამუშია: ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას?! რას ნიშნავს ადამიანის სახელმძღვანელოში არ შეყვანა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით?!

ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას?!რას ნიშნავს ადამიანის სახელმძღვანელოში არ შეყვანა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით?!, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ჯაბა სამუშიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე საუბრისას განაცხადა.

„ისტორიკოსობა კიდევ სხვაა და სახელმძღვანელოს შექმნა კიდევ სხვა და ეს ჯგუფები საპატივცემულო ადამიანები არიან. რომლებსაც თავიანთი ქვეყანა უყვართ, არ შეიძლება მათ დააბრალო რუსული ნარატივი, მერე გადაწვდე პედაგოგებს. იმის თქმა, რომ ჩვენ ისტორიიდან ამოვიღოთ კონკრეტული პერსონები, მარაზმია. ჩვენს ისტორიაში, ჩვენდა სამწუხაროდ, გვყავს ისეთი პერსონები, რომელთა მიმართ საზოგადოებას თავის დროზე არ ჰქონდა ნორმალური დამოკიდებულება, მაგრამ ეს არის ისტორია. რას ნიშნავს ისტორიიდან ამოიღო გემოვნების მიხედვით.

ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას?! მაშინ, როდესაც ის ქველმოქმედებას ახორციელებდა ქართული არმიის, სამების საკათედრო ტაძრის, კულტურული ძეგლების, მაშინ ის იყო ქველმოქმედი, დღეს კი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ის ქველმოქმედი არ არის?!, სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით ვინმეს დაუკვეთო, რომ შენ ისტორიაც ასე უნდა წერო, ეს არის სამარცხვინო. ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო 30-40-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში, როდესაც ბელადს შეეძლო პერსონები გაექრო ისტორიიდან“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, 2012 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში საერთოდ არ არის ნახსენები საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი - სახალხო გამოსვლის შემდეგად პრეზიდენტის გადადგომა - 2007 წლის მოვლენები.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღება მოითხოვა. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.