სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლება, რომელსაც ზღვაში გაჰყავდა ადამიანები, ხვრეტდა და წყალში ძირავდა

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლება, რომელსაც ზღვაში გაჰყავდა ადამიანები, ხვრეტდა და წყალში ძირავდა

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლება, რომელსაც ზღვაში გაჰყავდა ადამიანები, ხვრეტდა და წყალში ძირავდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს სინანული ჰქონდეს, ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ ამბობს, თორემ სიამოვნებით გაგვიყვანდნენ გემით და ზღვაში ჩაგვძირავდნენო. წარსული ცოდვები არ ასვენებთ და ქვეცნობიერში ამოხეთქავს ხოლმე, რადგან ზუსტად ეს იყო ხელისუფლება, რომელსაც ზღვაში გაჰყავდა ადამიანები, ვინცა არ მოსწონდა, ღალატს აბრალებდნენ, ხვრეტდნენ და წყალში ძირავდნენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.