ამირან გამყრელიძე: პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი

ამირან გამყრელიძე: პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი

პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

„ამის მიზეზი იქნება სამი რამ. პირველი - რესპირაციულ პანდემიურ ვირუსებს აქვთ თავიანთი განვითარების ციკლი. თუ ამ ვირუსს რაღაც განსაკუთრებული თვისება არ უდევს გენეტიკურ კოდში, როგორც წესი, ვირუსები 2-3 წელში ხდებიან ენდემიური და შედარებით სუსტი. მეორე - მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% ალბათ იქნება იმუნური. მესამე - დიდი იმედი მაქვს, რომ ბაზარზე მალე გამოჩნდება მედიკამენტი და ვირუსის დადგენიდან 5-7 დღის განმავლობაში მისი მიღების შემდეგ დაავადება არ გართულდება და ადამიანი აღარ მოკვდება. ვფიქრობ, რომ 2022 წლის შუა რიცხვები იქნება გარდამტეხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.