მამუკა მდინარაძე: ეკატერინე ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილი იყო

მამუკა მდინარაძე: ეკატერინე ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილი იყო

„ქართული ოცნების“ გუნდი ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ერთიანი, მყარი გადაწყვეტილებებში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, დამოკიდებულებებში ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტყუილია.

„ეს დაპირისპირება იყო ის ტყუილი, რომელიც თქვენ [მედია] გაახმოვანეთ. მე ვიცი, რომ ტყუილია და ამას გიდასტურებთ. საიდან ვიცი და იმ გუნდის წევრი ვარ. ეკა ტიკარაძე თავის გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდა გუნდის შიგნით დღეებით ადრე, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო ბევრი ადამიანისთვის. ეს ინფორმაცია გაიგეთ თუ არა იმ წუთში იცით, რა თქვით? ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკატერინე ტიკარაძე აპირებდა გადადგომას, იცოდით, ყოველ შემთხვევაში, თქვენმა პროდიუსინგმა, უბრალოდ, ეს ამბავი დამალეთ, ეს არის ჩემი ვარაუდი. ეს ამბავი დამალეთ და მოყევით ამბავი, თითქოს იყო დაპირისპირება, რადგან იცოდით, შესაძლებელი იყო ეს ადამიანი გადამდგარიყო, ეს დაბრალებოდა დაპირისპირებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ტიკარაძე - ღარიბაშვილის დაპირისპირებას გამორიცხავს.

kolxi კარგი გოგონა ყოფილა, შეუძლებელია ქვეყანაში ამდენი ადამიანი მიდიოდეს საიქიოში და ჯანდაცვის მინისტრმა არ იგრძნოს პასუხისმგებლობა და სინდისის ქენჯნა რომ ძირეული ცვლილებებია საჭირო და ამას სერიოზული და გამოცდილი მედიცინის მენეჯერი სჭირდება, ვნახოთ...
3 წლის უკან