იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობა შესაძლოა, ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის და თენგიზ ცერცვაძის საქმიანობას შეეწირა.
„არ ვიცნობ „ქართული ოცნების" შიდა ანატომიას, თუ იქ რა პრინციპით იღება გადაწყვეტილება და რაზეა ეს დამოკიდებული, თუმცა მაინც მგონია, რომ ჯანდაცვის მინისტრი, ამ შემთხვევაში, თავის საქმიანობაზე უფრო მეტად, "სამი მუშკეტერის" საქმიანობამ იმსხვერპლა და მგონია, რომ ბევრი ადამიანისთვის გახდა ნათელი, რომ არ იყო სამართლიანი ზოგადად ეს „მწვანე პასპორტები" და იძულებითი ღონისძიებები", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველთან".