2021 წლის 4 აგვისტოს, (ყურადღება მიაქციეთ აღნიშნულ თარიღს და დაიმახსოვრეთ. ავტ.) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საჩივრით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და სთხოვა საინფორმაციო სააგენტო “აიპრესში” გამოქვეყნებული სტატიის ეთიკურობის შესწავლა.
ქარტიისადმი მიმართულ წერილში თეა გოდოლაძე აცხადებს: „ჟურნალისტი წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს საქართველოს ეროვნული სეისმური ცენტრის მიერ ინფორმაცია სრულად დახურულია. მეტიც, მას რუსეთს ადარებს”. და აქვე მოჰყავს ციტატა სტატიიდან.
„რამდენად მოგებიანია დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას აპირებს წევრობაზე, თავს იწონებდეს რუსეთის გვერდით დგომით?
თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთიც კი უფრო წინ წასულია და იქაური სეისმური ცენტრი, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, სეისმურ მონაცემებს ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს, მით უმეტეს მეცნიერებს“. შემდეგ აგრძელებს თავის მოსაზრებას.
თეა გოდოლაძე: გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია ფაქტობრივად არაზუსტია – სინამდვილეში საქართველოდან, ზოგადად სეისმური მონაცემები დახურული არ არის და ის რუსეთისგან განსხვავდება (და მონაცემების ღიაობაზე და ღიაობის წესსზე ჟურნალისტს ძველ ინტერვიუში გოდოლაძეც მიუთითებს), კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება: არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტი საქართველოს სეისმური ინსტიტუტის რუსეთთან შედარებით ახდენს სეისმოლოგიური ცენტრის იმიჯის დისკრედიტაციას, თითქოს საქართველო ამ მხრივ რუსეთს არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაცია ხდება კვლავ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. „ – ეს გახლავთ ციტატა თეა გოდოლაძის მიმართვის ტექსტიდან.
სინამდვილეში, თეა გოდოლაძე ურცხვად ატყუებს ქარტიას, როდესაც წერს თითქოს ჟურნალისტი ადარებს სეისმური ცენტრის ქმედებებს რუსეთისას და წარმოგიდგენთ ამის დამადასტურებელ აუდიოჩანაწერს, სადაც ამ უკანასკნელს თავად მოჰყავს ერთ-ერთ შესადარებელ ქვეყნად რუსეთი და კითხვა პასუხი, რომელსაც ამ ვიდეოში მოისმენთ, გამოიყურება ასე:
აიპრესი: ვთქვათ, იმ მეცნიერებს, რომლებსაც რეალურად აინტერესებთ, თუნდაც მიწისძვრების შესახებ მონაცემები, როგორი შანსები აქვთ თქვენთან და როგორია მათთვის მონაცამებზე ხელმისაწვდომობა?
თეა გოდოლაძე: არის საერთაშორისო ცენტრები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ეს მონაცემები დაბეჭდილია რაც საქართველოშია, ასეთ რაღაცას არავინ არ აკეთებს. სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ქსელი დახურულია.
როგორც ხედავთ, თეა გოდოლაძეს თავად მოჰყავს რუსეთი მაგალითად და რაც მთავარია, არა ცუდ, არამედ თავისი ქმედებების გასამართლებელ მაგალითად.
ამ ეპიზოდს ამით დავასრულებთ და გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე და წარმოგიდგენთ „აიპრესის“ პოზიციას მიმდინარე დავაზე.
საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი“ და მე, ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე, ავტორი იმ სტატიისა, რომლის გამოც თეა გოდოლაძემ ქარტიას მიმართა, არ გახლავართ ქარტიის წევრი. ამას არაერთი მიზეზი აქვს, რის ჩამოთვლასაც ამ სტატიაში არ ვაპირებთ.
პრინციპები, რომელსაც ჩვენი მედიასაშუალება და პროფესიონალთა გუნდი ემსახურება, არ საჭიროებს რაიმე დამატებით ბერკეტებს იმისთვის, რომ დავიცვათ ჟურნალისტური ეთიკის ყველა მნიშვნელოვანი პრინციპი. ამას ვაკეთებთ დაარსების დღიდან დღემდე.
სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან, ანუ 2014 წლიდან დღემდე, „აიპრესის“ წინააღმდეგ არ ყოფილა არცერთი საჩივარი სასამართლოში.
„აიპრესი“ გახლავთ მაღალი სტანდარტების პროდასავლური მედიასაშუალება და სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან დღემდე ვართ მსოფლიოში ცნობილი ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის LATO-ს ერთ-ერთი მთავარ საინფორმაციო მხარდამჭერი და პარტნიორი მედიასაშუალება რეგიონში.
სწორედ იმიტომ, რომ „აიპრესი” არის მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების მქონე მედიასაშუალება, არაერთხელ შეგვარჩიეს პანდემიის დროს მონაწილედ „ჯანმო”-ს პირდაპირ ეთერში გამართულ პრსეკონფერენციებში, რის შემდეგაც ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტიდან მივიღეთ მადლობის წერილი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევისთვის.
სწორედ იმიტომ, რომ „აიპრესისთვის” უმნიშვნელოვანესია დასავლური ღირებულებები, არასდროს ვაშუქებთ ისეთი სახის ინფორმაციებს, რომელიც ხელს შეუწყობს პრორუსულ პროპაგანდას, თუნდაც პრორუსულ მედიასაშუალებებთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ პერსონებთან დებატებში შესვლით ან მათი გამოსვლების გაშუქებით.
სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ უარი ვთქვით გავაშუქოთ მკვეთრად პრორუსული მიმდინარეობის მქონე “ალტ ინფოს” აქტივობები.
შესაბამისად, უარს ვამბობთ რაიმე სახის განხილვებში შევიდეთ საჯარო მოხელესთან, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძესთან, რომელიც პერონალურ პრესკონფერენციებს აწყობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაარსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკში”, იმ მედიასაშუალებაში, რომელსაც ფეისბუკზე ოფიციალურად აქვს მინიჭებული „რუსეთის სამთავრობო მედიის” სტატუსი.
უარს ვამბობთ, რაიმე ფორმით ვესაუბროთ პერსონას, რომელიც მიდის „სპუტნიკში” და საუბრობს „ჰესების მავნებლობაზე”, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ მოცემულობში, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ აღნიშნული საჩივარი, (რომელსაც არ ახლავს არცერთი მტკიცებულება, რაც დადასტურდა კიდეც „აიპრესის” შეპასუხების შედეგად მიღებული პასუხებით,) ემსახურება მხოლოდ “აიპრესზე ზეწოლას” და თეა გოდოლაძის საქმიანობის საეჭვო ასპექტების წარმოჩენის ჟურნალისტური გამოძიების შეჩერებას. ეს კი არანაირად წარმოადგენს ეთიკის ქარტიის განხილვის საგანს. გაუგებარია, რა უნდა განიხილოს ქარტიამ, როცა თეა გოდოლაძეს მტკიცებულებების დასადასტურებლად არცერთი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც ამ დოკუმენტების დასახელებებიც კი.
რაც შეეხება ქარტიას, აქვე დავაფიქსირებ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ფაქტს ვფლობთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ თეა გოდოლაძის, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ „აიპრესის” წინააღმდეგ, რასაც ჩვენ მოგვიანებით გავაჟღერებთ, რათა ხელი არ შევუშალოთ განხილვის პროცესს. მანამდე კი უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, კარგად დაფიქრდეთ და ყველა ფაქტს ყურადღებით გადახედოთ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ახლა კი, ტრადიციულად, „აიპრესის“ მკითხველს ვთავაზობთ ყველა საკითხს დეტალურად, თუ ვინ არის თეა გოდოლაძე და რა მიზნებს ემსახურება მისი პრესკონფერენციები სპუტნიკში:
2021 წლის 4 აგვისტო – თეა გოდოლაძის პრესკონფერენცია პუტინის ბრძანებით შექმნილ “სპუტნიკში” – როგორ აიტაცა რუსეთის მედიამ თეა გოდოლაძის ციტატები საქართველოში არსებულ საფრთხეებზე
4 აგვისტოს, როდესაც თეა გოდოლაძემ “აიპრესს” ქარტიაში უჩივლა და სხვა საკითხებს შორის პრეტენზია „რუსეთის ეპიზოდზე“ ჰქონდა, უფრო სწორად, თავს შეურაცხყოფილად წარმოაჩენდა თავისი საქმიანობის რუსეთთან შედარების გამო, თავად რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად „სპუტნიკში“ წავიდა და პრესკონფერენცია მოაწყო.
მოდით, ორიოდე სიტყვით ჩვენს მკითხველს შევახსენოთ როგორი მედიასაშულებაა “სპუტნიკი”.
დავიწყოთ იმით, რომ “სპუტნიკი” შექმნილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის N894 ბრძანებულებით 2013 წლის 9 დეკემბერს. პუტინმა ამ წელს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რასია სეგოდნია“. იხილეთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სწორედ „რასია სეგოდნიას“ წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე „სპუტნიკი”. იხილეთ ასევე ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქარცივაძის ინსტიტუტიდან ნუთუ არავინ აღარააა??, ......... კაცი აღარააა, კაცი??