ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ, თქვან, რომ ამის ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით - ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც ამას გულისხმობდა

ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ, თქვან, რომ ამის ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით - ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც ამას გულისხმობდა

ჩამოთვალონ დანაშაულები, არა მარტო მოინანიონ, თქვან, რომ ამის ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, როგორც კი ამას იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით. ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც ამას გულისხმობდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად საყოველთაო შერიგების შესახებ ინიციატივა მნიშვნელოვანია და აუცილებელი ქვეყნისთვის, თუმცა მას გარკვეული წინაპირობები აქვს.

„ინიციატივა არის ზოგადად მნიშვნელოვანი და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის, მაგრამ შერიგებას, მათ შორის პოლიტიკაში, თავისი წინაპირობები აქვს და ამის წინაპირობა რა თქმა უნდა, პირველ რიგში სინანული და მონანიებაა. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება. თუნდაც „ნაცმოძრაობასთან“ გამოდის მათი ლიდერი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულს: ბიზნესის რეკეტი, რამდენ ადამიანს წაართვეს ქონება, რამდენი ადამიანი მოკლეს, მოსპეს სიცოცხლე, ზღვაში რომ აგდებდნენ, ფეხზე რომ აბამდნენ გირებს, ჩამოთვალონ ესენი. ასევე, გირგვლიანის საქმე, როგორ ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის ფედერაციას. როგორ ხდებოდა ის, რომ 12-ჯერ მეტი ადამიანი კვდებოდა ციხეებში მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. ჩამოთვალონ ეს დანაშაულები, მერე თქვან, რომ ისინი ინანიებენ და ამ დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან მაშინვე შევრიგდებით. ალბათ, ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. არა მარტო მოინანიოს, შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის. 48 მილიონს რომ მოიპარავ და კიდე პოლიტიკაში გინდა ყოფნა, ადამიანს რომ აწამებ და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, შეკვეთას რომ მისცემ ადამიანის ცემისა და მკვლელობის და კიდევ პოლიტიკაში გინდა ყოფნა, აქ რაზეა საუბარი?!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება.