ირაკლი ზარქუა: მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესარიგებელი არაფერი მაქვს - პატიება მოსახლეობას უნდა სთხოვონ, რომლებსაც წლების განმავლობაში ატერორებდნენ

ირაკლი ზარქუა: მე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესარიგებელი არაფერი მაქვს - პატიება მოსახლეობას უნდა სთხოვონ, რომლებსაც წლების განმავლობაში ატერორებდნენ

პირადად მე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესარიგებელი არაფერი მაქვს - პატიება მოსახლეობას უნდა სთხოვონ, რომლებსაც წლების განმავლობაში ატერორებდნენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ შერიგებით დავიწყოთ და ეს ნიშნავს, რომ პატიმარი სააკაშვილი ციხიდან გამოუშვან, ძალიან ცდება. მას მისჯილი აქვს კონკრეტულ საქმეებზე და თუ ვინმეს აქვს განსხვავებული მოსაზრება და არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ იჩივლონ და საერთაშორისო სასამართლოში იდავონ, მაგრამ ზუსტად იციან, რომ წააგებენ და გაცილებით მეტი შეიძლება დაეკისროს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

6 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება, რომლითაც მმართველ გუნდს მიმართავს: „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.