ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ხედავს, რომ მათ ყველა ბრძოლა წააგეს და შევიდნენ ისეთ პროცესში, რაც მათთვის არ იყო მომგებიანი, თუმცა ვეღარც გამოდიან ახლა ამ პროცესიდან, ეს არის მათი პრობლემა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია პოზიტიურ, ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ არა მათთვისვე გაუგებარი დღის წესრიგით, არამედ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგის შესაბამისად. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებშია. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ თავი დააღწიონ ამ არასწორ დღის წესრიგსა და სპირალს, რომელშიც არიან შესული. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი უნდა გადაერთონ პოზიტიურ, ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო დღის წესრიგზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.