ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წერილებს აგზავნიან ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წერილებს აგზავნიან ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ

ჩვენთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, რომ შეუქცევადი იყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი და ამისთვის ბუნებრივია ყველაფერს ვაკეთებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკური პარტიებს, რომლებიც წერილებს აგზავნიან ევროპულ სტრუქტურებში, მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ.

„ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროში და ამ რეფორმებისთვისაც არსებობს სრული მზაობა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აგზავნიან წერილებს ევროპულ სტრუქტურებში, მათ აქვთ მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესები და ისინი ამ დღის წესრიგით მოქმედებენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ევროპული ინტეგრაციაა“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.