პანდემიასთან ბრძოლა ჩავლილია. ახალი ეტაპი იწყება და ამას ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან, მედია ნუ ეძებთ რამე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. სხვადასხვა ადგილზე გადანაცვლება ხდება-ხოლმე. ის რჩება გუნდის წევრად. გარკვეული ეტაპი, რაზეც მან კარგად და დეტალურად გუშინ ისაუბრა, პანდემიასთან ბრძოლა ჩავლილია. ახალი ეტაპი იწყება და ამას ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება“, - აღნიშნა თურნავამ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი ტიკარაძე - ღარიბაშვილის დაპირისპირებას გამორიცხავს.