,,კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში.’’ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ეხმარებოდა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული.
,,მსჯავრდებული სააკაშვილის საქართველოში შემოპარვისა და დესტაბილიზაციური ტალღის აგორებისათვის აქტიური მზადება აპრილიდან დაიწყო. არაჟნების კონტეინერით ორი ქვეყნის საზღვრების დარღვევაში ექს-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია შსს-ს ყოფილმა ვიცე-მინისტრმა გიორგი ლორთქიფანიძემ, რომლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა (სსკ 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
რასაკვირველია, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მრჩეველია. კრიმინალები უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება, განსაკუთრებით საკუთარ სპეცსამსახურებში. ლორთქიფანიძემ პასუხი უნდა აგოს ორი მეგობარი ქვეყნის - საქართველოსა და უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსების დარღვევაში!’’ - წერს facebook - ზე გია აბაშიძე.