საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. ალასანიას თქმით, საქართველოში სააკაშვილს საფრთხე ემუქრება.
"რეაბილიტაციის პერიოდი სხვა ქვეყანაში უნდა გაიაროს. სადაც კი მისწვდება მას ხელისუფლების ხელი და საქართველოში ეს ყველგან შესაძლებელია, ყველგან მისი ყოფნა არის სახიფათო"- განუცხადა "ტვ პირველს" გიული ალასანიამ.