ჩხოროწყუში ნაცებმა და გახარიას პარტიამ ერთმანეთი ბიულეტენების სხვადასხვა ფიგურების შემოხაზვით დააზღვიეს – თუმცა უშედეგოდ

ჩხოროწყუში ნაცებმა და გახარიას პარტიამ ერთმანეთი ბიულეტენების სხვადასხვა ფიგურების შემოხაზვით დააზღვიეს – თუმცა უშედეგოდ

დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე, სადაც ახალი საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გახარიას პარტია საქართველოსთვის და ლელომ კანდიდიატად ყოფილი პრემიერის პარტიის წარმომადგენელი შოთა წურწუმია დაასახელა, რომელმაც მმართველი პარტიის წარმომადგენელზე, ოპოზიციის “ერთობის” მიუხედავად ერთი ხმით ნაკლები აიღო.

გახარიას პარტია საქართველოსთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს, რომ არ ენდობოდა, მათი ლიდერების გუშინდელი განცხადების მიუხედავად ყველა ხვდებოდა.

გახარიას პარტიამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ფარულად გამართულ შეხვედრაზე გეგმა შეიმუშავეს და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს შემოხაზვის სხვადასხვა ფორმა დაავალეს რაც ბიულეტენებზე კარგად ჩანს: რომბი, ოთხკუთხედი, ოვალი, მზე, წერტილები ეს ოპოზიციის ტაქტიკა იყო – რომელმაც დღეს არ გაამართლა. საკრებულოს ყველა ოპოზიციონერ წევრს თავისი ფიგურა ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად წურწუმიამ საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. ფარულ კენჭისყრაზე მიღებული შედეგებით უკმაყოფილო თავმჯდომარეობის კანდიდატი რამდენიმე წუთის წინ მის თანამოაზრე ნაცებს ტელეკამერებგან დაუპირისპირდა და ღალატში დაადანაშაულა. ნაციონალურმა მოძრაობამაც არ დააყოვნა და მოღალატედ გახარია შერაცხა.