გაურკვეველია, რატომ არ სურს სააკაშვილს წარდგეს ქართული თემიდის წინაშე, მაშინ როდესაც აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველაზე წარმატებული რეფორმები განხორციელდა. მას არ უნდა ეშინოდეს რეფორმირებული სასამართლოსი. პასუხი უნდა გასცეს ყველა კითხვა და თუ არაფერი ჩაუდენია, სამართლიანმა და არაკორუმპირებულმა სასამართლომ მაშინ ის უნდა გაამართლოს. , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ტარას ბერეზოვეცმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა სისხლის სამართლის 2 კოდექსი დაარღვია, საქართველოსა და უკრაინის.
„ჩვენ ვსაუბრობთ სკანდალზე, როდესაც იყო ჩანაწერები, მაგრამ სასამართლო ინსტანციებში არ იყო დადასტურებული. არსებობდა ჩანაწერები, რომ სააკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა პრორუს ოლიგარქ კურჩენკოსთან, რომელიც პრორუსული პრეზიდენტის, გაქციული ვოიქტორ იანუკოვიჩის უახლოესი წრის წარმომადგენელია. საგამოძიებო ორგანოები სააკაშვილს ბრალს უყენებდნენ, რომ მასობრივი არეულობის ორგანიზებას ახორციელებდა და საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ეს თანხები მოდიოდა რუსეთიდან, მაგრამ სასამართლოში ამის დამტკიცება არ მოხდა.
სააკაშვილი არ უარყოფდა, რომ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინის, რადგან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის დოკუმენტაციაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გასვლა არ არის დაფიქსირებული, მან სისხლის სამართლის 2 კოდექსი დაარღვია, საქართველოსა და უკრაინის. საქართველოს თემიდას გააჩნია რიგი კითხვები მის მიმართ, რასაც უმალ უნდა უპასუხოს. გარდა ამისა არის საქმეები, სადაც განაჩენი უკვე გამოტანილია. მახსოვს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს „იმედზე“ იყო დიდი შეტევა. ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნები ძალიან მტკივნეულ პროცესს გადიან ძველი, ოლიგარქიული პოსტსაბჭოთა წარსულის მოშორების თვალსაზრისით“, - განაცხადა ტარას ბერეზოვეცმა.