ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილის რეფორმების ცენტრი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და უცნობია, საიდან იღებს ის ხელფასს

ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილის რეფორმების ცენტრი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და უცნობია, საიდან იღებს ის ხელფასს

მიშა სააკაშვილის რეფორმების ცენტრი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და უცნობია, საიდან იღებს ის ხელფასს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ტარას ბერეზოვეციმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ასევე უცნობია, რამდენი ადამიან მუშაობს ამ ცენტრში.

„იყო მოთხოვნები, საშტატო განრიგის მოწოდებაზე, რამდენი ადამიანი მუშაობს ცენტრში. არც ცენტრის დაფინანსებისა და არც თანამშრომელთა რაოდენობა არასდროს იყო ცნობილი. ეს [მიხეილ სააკაშვილი] არის ადამიანი ორკესტრის მსგავსი მექანიზმით - ერთი ადამიანი წარმოადგენს ყველაფერს. რომელიმე უკრაინელ დეპუტატს თუ ჰკითხავ ვინ არის რეფორმების ოფისში, იტყვიან მიხეილ სააკაშვილი, კიდევ სხვა ვინ მუშაობს ან საერთოდ თუ მუშაობს არავინ იცის“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.