როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება. +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში მზიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

+11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

გორში უნალექო დღე და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

რუსთავში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.