იაგო ხვიჩია: უნდა გავარკვიოთ ვინ არის მპატიებელი, ვინ ვის უნდა აპატიოს და ვინ ვისთან უნდა მოინანიოს - სააკაშვილს ფიზიკურად ვერავინ ვერ აპატიებს, გარდა ივანიშვილისა

იაგო ხვიჩია: უნდა გავარკვიოთ ვინ არის მპატიებელი, ვინ ვის უნდა აპატიოს და ვინ ვისთან უნდა მოინანიოს - სააკაშვილს ფიზიკურად ვერავინ ვერ აპატიებს, გარდა ივანიშვილისა

სინანულის იდეა თქვა პატრიარქმა, ჩვენ შერიგების იდეა ვთქვით მანამდე, შერიგების იდეას ახლა პრეზიდენტიც გამოეხმაურა, დარჩენილია პატიება და უნდა გავარკვიოთ ვინ არის მპატიებელი, ვინ ვის უნდა აპატიოს, ვინ ვისთან უნდა მოინანიოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, საჭიროა სააკაშვილს ჯერ ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკვირდები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, რაღაცები არის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ თუ მართლა გვინდა შერიგება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ იდეაზე გაზაფხულზე, შემდეგ, რაც ჩემი აზრით, ამ იდეას მეტ-ნაკლებად ეხმიანება იყო პატრიარქის მიერ ნათქვამი სინანულის და მონანიების შესახებ. ანუ, შერიგება, სინანული, ეს ორი რაღაც ვიცით. შერიგების სურვილი დაადასტურა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, დარჩენილია შუა ნაწილი, პატიება, რომ შეიკრას და მივიღოთ სამეული.

თუ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს, მას ფიზიკურად ვერავინ ვერ აპატიებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. არის საუბარი, რომ შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა, მაგრამ ხომ გვესმის, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის პატიების შედეგად უნდა მოხდეს. მე მგონი, საპატიებელი ყველას ერთმანეთთან ბევრი რამე აქვს და ეს მგონია მიმართულება და სად წაგვიყვანს ეს პოლიტიკური პროცესი ამას დრო გაჩვენებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.