იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო არ მგონია ქართველი ხალხის წინაშე - 9 მილიონს კი არა, ბევრად მეტს ვაპატიებდით, სხვა ნაწილში რომ კარგად მოქცეულიყო

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულო არ მგონია ქართველი ხალხის წინაშე - 9 მილიონს კი არა, ბევრად მეტს ვაპატიებდით, სხვა ნაწილში რომ კარგად მოქცეულიყო

ჩემი აზრით, სააკაშვილი დამნაშავეა, უბრალოდ ამ სასამართლოს მიხედვით ციხეში არ უნდა იჯდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვადასტურებ იმას, რომ სააკაშვილი უდანაშაულო არ მგონია ამ ქვეყნის მოსახლეობასთან. მაგრამ თუ ამის მეტი ბრალდება არ ჰქონდა სააკაშვილს, პირობითად, რომ თავის შვილს 50 ათასი გადაურიცხა, სადღაც სასტუმროში იყო... 9 მილიონს ხომ არ ვედავებოდით ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს? 9 მილიონს კი არა, ბევრად მეტს ვაპატიებდით სხვა ნაწილში რომ მოქცეულიყო კარგად“, - განაცხადა ხვიჩიამ.