გია გაჩეჩილაძე სააკაშვილზე: ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი

გია გაჩეჩილაძე სააკაშვილზე: ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი

სტალინმა არ იცოდა ხალხს რომ ხვრეტდაო - იგივე ამბავია. ყველაფერი კარგად იცოდა და ყველაფერი მაგის გადაწყვეტილებით ხდებოდა, - ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს ის, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი და სულ ყველა დანარჩენი პუტინის დავალებების შემსრულებლები. ეს არის მაგის ამოცანა. 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი ვინ არის?! მაგ დროს ხელისუფლებაში ვინ იყო?! მე ხომ არ ვიყავი, სააკაშვილი არ იყო? პასუხისმგებელი ვინ არის კობა დავითაშვილის სიკვდილზე, „იმედში“ შემოვარდნაზე - „იმედში სპეცრაზმი შემოვარდა ისე, რომ სააკაშვილმა არაფერი იცოდა?“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.