შოკოლადის ბეზე

შოკოლადის ბეზე

ინგრედიენტები

3   ცალი კვერცხის ცილა

3/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

3/4  ჭიქა შაქარი

1/4  ჭიქა კაკაო

85   გრამი ნახევრადტკბილი შოკოლადი

1   ს/კ მარგარინი

მომზადებ

კვერცხის ცილა დიდ თასში მოათავსეთ. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით. დაუმატეთ ვანილი. თქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე, ოდნავ გამყარებამდე. თანდათანობით შეურიეთ შაქარი. თქვიფეთ შაქრის გადმობამდე და მასის გამყარებამდე. ნელ–ნელა შეურიეთ კაკაო.

საკონდიტრო კრემის ტომარას ვარსკვლავის ფორმა მოარგეთ და ბეზეს ნაზავით ნახევრამდე ამოავსეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და დასვით 3–4 სმ დიამეტრის ვარსკვლავები.

აცხვეთ 150 C-ზე 30–35 წუთით. გააცივეთ რკინის ცხაურზე.

მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ შოკოლადი და მარგარინი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამომცხვარი ბეზე ცალი მხრით შოკოლადის გლაზურში ამოავლეთ. გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე და დაელოთ გამყარდეს. გემრიელად მიირთვით.