„ისევ „მე, მე, ჩემი აშენებულია, ჩემი დაფუძნებულია“ და ნული თვითრეფლექსია“ - ირაკლი აბსანძე მიხეილ სააკაშვილზე

„ისევ „მე, მე, ჩემი აშენებულია, ჩემი დაფუძნებულია“ და ნული თვითრეფლექსია“ - ირაკლი აბსანძე მიხეილ სააკაშვილზე

ისევ „მე, მე, ჩემი აშენებულია, ჩემი დაფუძნებულია“ და ნული თვითრეფლექსია. ნული სინანული“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას.

როგორც აბსანძე აღნიშნავს, კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ხელისუფალი, ამ ქვეყნის ისტორიაა და უკან არასდროს დაბრუნდება:

„კარგია, რომ ეს ადამიანი, როგორც ხელისუფალი, ამ ქვეყნის ისტორიაა უკვე და არასოდეს განმეორდება.პირადად მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. იცოცხლოს და იყოს ამ ჩვენ მრავალფეროვან პლანეტაზე“, - წერს ირაკლი აბსანძე.

ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა.

სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.