ამირან სალუქვაძე: პარალელურ სამყაროში ცხოვრობს სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს

ამირან სალუქვაძე: პარალელურ სამყაროში ცხოვრობს სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს

პარალელურ სამყაროში ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს. პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ამადლის 15 თუ 17 წლის წინ შეკერილ ფორმებს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ბიუჯეტის ფულით არ იყო ნაყიდი და ერთი ადამიანის ქველმოქმედება იყო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ძალების გამოყვანა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის უმძიმესი დანაშაული.

„ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს სააკაშვილის გამოსვლა, ერთი იყო ვინ ვარ მე, რა გაგიკეთეთ და როგორ შეიძლება ვიჯდე ციხეში და მეორე მეორე იყო, იმ საქმეებზე საუბარი, რომელთა ნაწილზეც გაასამართლეს. თუნდაც 7 ნოემბრის საქმეზე, მას არ ჰქონია არანაირი სინანული. დანაშაული მხოლოდ ის არ იყო, რომ მოსახლეობა უმოწყალოდ სცემეს. ანტიკონსტიტუციური ქმედება ჩაიდინა მან, რაც ამ საქმის ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია. თავდაცვის ძალების გამოყვანა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. რომელ ინსტიტუტებზე საუბრობს საერთოდ?! თუ აღიქვამენ მისი მომხრეები, რამდენად სერიოზული დანაშაულია ეს“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.