გიგი უგულავა პოლიციელებს: თქვენ იქცევით ისე, როგორც 90-იან წლებში იქცეოდა „ძაღლობა“, თქვენ ფორმიანი ყაჩაღები ბრძანდებით

გიგი უგულავა პოლიციელებს: თქვენ იქცევით ისე, როგორც 90-იან წლებში იქცეოდა „ძაღლობა“, თქვენ ფორმიანი ყაჩაღები ბრძანდებით

ოპოზიციონერ გიგი უგულავასა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ჩვენი ამოცანა და თვითმიზანი არ არის გზის გადაკეტვა, ჩვენი მიზანია, ამ მანქანებში მყოფმა ადამიანებმა გაიგონ, რომ რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია ივანიშვილის რეჟიმის „ძაღლობა“ და უკანონობა“, - განაცხადა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცველები 90-იანი წლების მსგავსად მოქმედებენ.

„ეს პოლიციელები იქცევიან ისე, როგორც 90-იან წლებში. თქვენ იქცევით ისე, როგორც 90-იან წლებში იქცეოდა „ძაღლობა“. თქვენ ფორმიანი ყაჩაღები ბრძანდებით. პატივისცემას არ იმსახურებთ. როდესაც პოლიციის თანამშრომელი თავის სახელსა და სახეს მალავს“, - აღნიშნა უგულავამ.