დავით ქართველიშვილი: სასამართლოსთან მიმდინარეობს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის და არეულობის დაგეგმილი და მიზანმიმართული პროცესები

დავით ქართველიშვილი: სასამართლოსთან მიმდინარეობს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის და არეულობის დაგეგმილი და მიზანმიმართული პროცესები

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას და ამბობს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება პროცესის დაძაბვა.

„არავითარი "მშვიდობიანი ფორმით", არავითარი "სააკაშვილის მხარდასაჭერი" აქცია. სასამართლოსთან მიმდინარეობს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის და არეულობის დაგეგმილი და მიზანმიმართული პროცესები. მავნებლების დღის წესრიგით სიარულს ბოლო უნდა მოეღოს!“- წერს ქართველიშვილი.