სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა, პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა, პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

სასამართლოს ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. პოლიცია, სასამართლოს ეზოსთან მდებარე მანდატურების ჯიხურებზე ასულ აქციის რამდენიმე მონაწილის ჩამოყვანას ცდილობს, რასაც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სავარაუდოდ, რამდენიმე პირი უკვე დააკავეს. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მიმართულებით ბოთლები ისროლა.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, რის გამოც რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა.