გიორგი ჩალაძე: მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს - ეს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს

გიორგი ჩალაძე: მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს - ეს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს იწვევს.

ჩალაძის განცხადებით, მას აქვს აღნიშნული მანქანის ავთენტური კადრები, რომელიც თავად გადაიღო.

ის მოუწოდებს სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ ფაქტი და მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება.

„ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ან „გუმბათი“, რისი გამოსხივებაც მინიმუმ 100 მეტრის რადიუსზე სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით 1 კმ-ზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება და ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ყველა ვინც ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსზე იმყოფება. ეს მანქანა იმ წუთიდან იმყოფება აქ, როცა მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს. ვთხოვ ნინო ლომჯარიას შეისწავლოს ფაქტი და მე ვთხოვ დიპლომატიურ კორპუსს, რომ ამაზე მოახდინონ უმკაცრესი რეაქცია“, - განაცხადა ჩალაძემ.

Ninja ანუ, სხივდება და აწამებენ გორის ჰოსპიტალის მთელ შემადგენლობას?
3 წლის უკან
Katana .ჩალაძე, პირიქით არის, - მიხეილ სააკაშვილი მუდმივად გამოასხივებს ბიო-მაგნიტურ ტალღებს, რომელიც იწვევს მასთან დაახლოებული პირების ტვინში სერიოზულ ცვლილებებს:
ნეირონებს შორის კავშირების გაწყვეტას, შესაბამისად - აზროვნების დაქვეითებას;
რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარის მკვეთრად შესუსტებას;
ამნეზიას;
სირცხვილის გრძნობის სრულ ატროფიას;
ფსიქიკურ აშლილობას;
ჰალუცინაციებს და ცალკეულ შემთხვევებში - შიზოფრენიასაც კი!..
3 წლის უკან