ზურაბ ქადაგიძე: მთავარსარდლობიდან როგორ უნდა გადაიქცე პოლიტიკურ

ზურაბ ქადაგიძე: მთავარსარდლობიდან როგორ უნდა გადაიქცე პოლიტიკურ "ბალასტად" ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია

,,მიუხედავად ჩემი სიმპატია-ანტიპატიისა ელენე ღირსეულად მოიქცა.
იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე.” წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ხოშტარიამ სააკაშვილს ამ შემთხვევაშიც აჯობა. 

,,მიუხედავად ჩემი სიმპატია-ანტიპატიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე არ მოუთხოვია ფაფები,წვენები,დეპუტატები, ქმარი,ძმა ფსიქოლოგი,ფსიქიატრი და თბილი საწოლი.

აქაც გაჯობეს მიხეილ...

არჩევნების დღეს,რომ ვერაფერი მოახდინა ნაც-მოძრაობამ მიშა გადავიდა გეგმა B-ზე. დაიწყო აბსურდული შიმშილობა,რაც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს-შიმშილობა შიმშილის პრევენციის მოთხოვნით. აბსურდს ის დაემატა,რომ თაფლი,ფაფა,წვენი,ცოლები,დეპუტატები,სუფთა ჰაერი,ფსიქიატრი,ადვოკატი არ უნდა მოკლებოდა. თან მთელ საზოგადოებას ამცნობდა საკუთარი გაუვალობის და უუნარობის შესახებ.

მთავარსარდლობიდან როგორ უნდა გადაიქცე პოლიტიკურ "ბალასტად" ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.”