რომში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო იტალიაში მოღვაწე დიასპორელის, პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის, გიორგი აფხაზავას ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენაში.
ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა გიორგი აფხაზისა და მისი შემოქმედების როლზე, როგორც საქართველოსა და იტალიის ურთიერთობის გაღრმავების, ისე, უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.
ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, იტალიაში მცხოვრები თანამემამულეები და დიასპორული ორგანიზაციები, მიგრაციის საერთშორისო ორგანიზაციის (ICMPD), საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ქართველი მკვლევარის ნენო გაბელიას მიერ და მუსიკალურად პოლიფონიურმა გუნდმა გააფორმა ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.
ქართული დელეგაციის ვიზიტი რომში 26 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის დარულდება.