,,ზუსტად ისევე გაქრება მათი ილუზიები პრემიერის გადადგომაზე, როგორც გახარია აორთქლდა ქართული პოლიტიკიდან.” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციური მედიის მხრიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
,,რა საკვირველია, ახლა ნაცებს ურჩევნიათ რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გახარია იყოს, მაგრამ მათდა საუბედუროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ ქვეყანას დღეს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი უდგას, რომელიც გარანტიაა სიმშვიდის, პრინციპულობის და სამართლიანობის! ამიტომ აჭორავდა მთელი ნაც ტელევიზია, თუმცა ზუსტად ისევე გაქრება მათი ილუზიები პრემიერის გადადგომაზე, როგორც გახარია აორთქლდა ქართული პოლიტიკიდან.” - წერს ნოკოლეიშვილი facebook ზე.