ედიშერ გვენეტაძე: ტყუილების  იდეოლოგიური შემკვეთები ნოდარ მელაძის მეთაურობით უკვე რამდენი ხანია ცდილობენ სიცრუესა და სიყალბეში აცხოვრონ ადამიანები

ედიშერ გვენეტაძე: ტყუილების  იდეოლოგიური შემკვეთები ნოდარ მელაძის მეთაურობით უკვე რამდენი ხანია ცდილობენ სიცრუესა და სიყალბეში აცხოვრონ ადამიანები

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტს, სადაც პროკურატურის შესახებ ცრუ ინფორმაციები გავრცელდა და წერს-„შეტევას ნოდარის კანტორა ტვ პირველი, მიზანმიმართულად ახორციელებს ბრალდების მხარეზე ანუ პროკურატურაზე! რატომ? იმიტომ რომ ამ ორგანომ მოიპოვა უზარმაზარი მტკიცებულებითი მასალები ნაპრეზიდენტალის შავბნელ საქმეებზე!“

“ჩემთვის პირადად ყველა ის ადამიანი ვინც ხმა მისცა, მხარს უჭერს ბელადს,  ნაცმოძრაობას და ცდილობს მათ გათეთრებას ყველა მეგისა ქარდავებია! ამ სუბიექტთა რიგებში პირველ ადგილს იკავებს ტვ პირველის დეზინფორმაციული მანქანა, საიდანაც 24 საათის განმავლობაში  ცრუ და მატყუარა კაბიანი თუ შარვლიანი მეგისა ქარდავები ისვრიან შხამებს! ტყუილების  იდეოლოგიური შემკვეთები ნოდარ მელაძის მეთაურობით უკვე რამდენი ხანია ცდილობენ სიცრუესა და სიყალბეში აცხოვრონ ადამიანები! ამ მიზნით ავრცელებენ ათასგვარ მოგონილ სიბინძურეებს! განსაკუთრებით კი ამ დღეებში , როდესაც მოახლოვდა მათი დიარეიანი და არაადეკვატურად მშარდავი (თავად თქვეს) ბელადის იგივე მთავარი სახელმწიფო დამნაშავის გასამართლების პროცესი! შეტევას ნოდარის კანტორა ტვ1, მიზანმიმართულად ახორციელებს ბრალდების მხარეზე ანუ პროკურატურაზე! რატომ? იმიტომ რომ ამ ორგანომ მოიპოვა უზარმაზარი მტკიცებულებითი მასალები ნაპრეზიდენტალის შავბნელ საქმეებზე! ამიტომაც აამუშავა ნოდარ ცრუმ  სიყალბის და შხამით სავსე საინფორმაციო ღრუები! ისე კი უნდა იცოდეს ნოდარამ და მისმა რაზმმა, რომ ძალიან კი უნდათ დახუროს ვინმემ მათი სალაყბო, მაგრამ როგორც ბელადი იტყოდა "ნურას უკაცრავად", არანაირად ეს არ მოხდება! პირიქით ტყუილებისა და ცრუ დაბრალებებისათვის ამ დეზინფორმატორებს უფრო ფართო ასპარეზი მიეცემათ! და როგორც ერთ დროს იტყოდნენ მათ ამ ცრუ და სიყალბით სავსე  ნამოქმედართა გამო საზოგადოება, როგორც  არის იმაზე ბევრად მეტად იქნება გაცინებული და  გამხიარულებული!”- წერს გვენეტაძე.