აშშ-ში, ფასდაკლებების დღეს, ათობით ადამიანმა ტექნიკის მაღაზიები გაძარცვა

აშშ-ში, ფასდაკლებების დღეს, ათობით ადამიანმა ტექნიკის მაღაზიები გაძარცვა

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ე.წ. შავ პარასკევს ტექნიკის მაღაზია Best Buy გაძარცვეს. CNN-ის ინფორმაციით, შენობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი შეიპარა.

მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და არც არავინ დაშავებულა.

ფასდაკლებების დღეს ეს Best Buy-ს მაღაზიის ძარცვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. დაახლოებით იმავე დროს, საღამოს საათებში, 40 კილომეტრის მოშორებით, ამ ქსელის კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს.

პირველ შემთხვევაში, ჯერ არავინ დაუკავებიათ და, როგორც პოლიცია ამბობს, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე შემთხვევაში კი, სამართალდამცველების თქმით, 10-12 არასრულწლოვანია ეჭვმიტანილი. მათ ძარცვის ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვეს.