"ანონიმშიკები"

"ანუ მაშინ, მე-20 საუკუნის დასაწყისში თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი წყვეტდა ვის ეცოცხლა და ვის არა, ახლა, 21-ე საუკუნის დასაწყისში ადამიანტა ჯგუფი წყვეტს ვის აქვს სიტყვის და აზრის დაფიქსირების უფლება და ვის არა" - წერს სულიკო კედელაშვილი სოციალურ ქსელში.

"საბჭოთა კავშირში, ბერიას დროს, ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ე.წ. "ანონიმშიკების" ინსტიტუტი. ენკავედეს ჰყავდა ნდობით აღჭურვილი ჯგუფები რომლებიც წერდნენ "დანოსებს" და შემდგომში ამ "დანოსების" საფუძველზე ხდებოდა ადამიანების რეპრესიები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დაშინების მექანიზმი რაზეც ფაქიურად იდგა მაშინდელი მმართველობა. ამავდროულად იყვნენ ადამიანები რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ ბელადების და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მაშინდელი ხელისუფალი იღებდა, მათთვის იყო მისაღები. დროთა განმავლობაში ბელადომანია გახდა ჩვეულებრივი აუცილებელი კომპონენტი ადამიანის ცნობიერებაში. ეს იყო მაშინ, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.
ახლა, 100 წლის მერე, როდესაც სამყარო თითქოს უფრო განვითარდა, ვითომ შეიცვალა მიდგომები, ნელ-ნელა ვხვდებით რომ სინამდვილეში ეს ცნობიერება არსად არ გამქრალა, მოხდა მხოლოდ რებრენდინგი. ჩვენს რეალობაში ვხედავთ რომ ადამიანთა ჯგუფს გააჩნიათ ბელადების დაუოკებელი მოთხოვნილება და ეს უკვე იმდენად აშკარაა რომ ჩამოფარებული დემოკრატიული შირმებიც ვეღარ ფარავს. ამავდროულად ისევ აქტიურია ამ "ანონიმშიკების" და "დანოსშიკების" ინსტიტუტი. ესეც რაღა თქმა უნდა რებრენდირებული და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული. 

ანუ მაშინ, მე-20 საუკუნის დასაწყისში თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი წყვეტდა ვის ეცოცხლა და ვის არა, ახლა, 21-ე საუკუნის დასაწყისში ადამიანტა ჯგუფი წყვეტს ვის აქვს სიტყვის და აზრის დაფიქსირების უფლება და ვის არა. 

აი მაგალითად ეს ჯგუფი, რომლებიც ფოტოზე არიან წარმოდგენილნი, საქართველოში წყვეტენ სოციალური ქსელების ცენზურას.  ანუ ესენი არიან რებრენდირებული "ანონიმშიკები" რომლებიც დიდი ალბათობით, იმ მაშინდელი დანოშიკების პირდაპირი და გენიოლოგიური შთამომავლები გახლავან. ამათი დიდი პაპები და ბებიები თუ კალმით წერდნენ ანონიმკებს, ესენი კლავიატურით და ციფრული ტექნოლოგიებით აგრძელებენ ოჯახურ ტრადიციებს. 

ამ სამყაროში ყველაფერი იყო არის და იქნება ერთ ჩარჩოში მოქცეული, იცვლება მხოლოდ დრო და საშუალებები. რეალურად ეს ხალხი, რომლებიც ვითომდა სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვიან, სინამდვილეში არიან ყველაზე დიდი ავტოკრატები და საკუთარის გარდა,  სხვა ყველა აზრის დაშვებაც კი მიუღებელი მათთვის. 

უბედურება ისაა რომ, შენ როგორც მოქალაქეს არ გეძლევა საშუალება დაამტკიცო შენი სიმართლე. სხვათა შორის, მაშინ გქონდა სამართლის პოვნის იოტისოდენა შანსი, ახლა ეგეც არ გაქვს. ესაა და ეს"...