გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან, უნდათ ჯახი და სისხლისღვრა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან, უნდათ ჯახი და სისხლისღვრა

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ან საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა, ასეთი თეორია არც განიხილება. ჯერ ერთი, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და თანაც, მხოლოდ სააკაშვილის და მიდი მომხრეები ხომ არ არიან, აქ არის საზოგადოება, რომელიც უყურებს რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სააკაშვილს სასამართლოში მისვლა იმისთვის უნდა, რომ ტრიბუნა ჰქონდეს და გარკვეული პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს. ამის შემდეგ გამოჩნდება ვინმე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან. სახელმწიფომ რა უნდა ქნას? სახელმწიფო უნდა დააზღვიოს. მათი მიზანია ჯახი მოხდეს და იქნებ მოხდეს მოხდეს სისხლისღვრა, რომელზეც ასე ინტენსიურად საუბრობენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.