თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი „მწვანე პასპორტის“ მფლობელი არ იყოს

თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი „მწვანე პასპორტის“ მფლობელი არ იყოს

„მწვანე პასპორტი“ უნდა მიეცეთ მათ, ვისაც კოვიდი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, მაგრამ უკმაყოფილოები დარჩებიან ისინი, ვინც ოდესღაც გადაიტანეს კოვიდი და სურთ, გაფართოებული უფლებები ჰქონდეთ - ამ ადამიანების წინაშე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს იმუნიტეტი საშუალოდ 6 თვე უნარჩუნდება.

„ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი „მწვანე პასპორტის“ მფლობელი არ იყოს. გადატანილი კოვიდის შემდეგ იმუნიტეტი საშუალოდ 6 თვე რჩება. სამედიცინო ჩვენებით, გამართლებული იქნება, რომ „მწვანე პასპორტის“ აუცილებელი პირობა ვაქცინაციასთან და „პისიარ“ ტესტთან ერთად აუცილებელი პირობა იყოს არა ზოგადად კოვიდგადატანილის სტატუსი, არამედ ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდის სტატუსი, როგორც ეს საზღვარგარეთაა. რა გამოვა, საზღვარგარეთისთვის საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ერთი კოვიდ პასპორტი, ხოლო შიდა მოხმარებისთვის უნდა ჰქონდეს სხვა კოვიდპასპორტი, სადაც ნებისმიერ დროს გადატანილი კოვიდინფექცია იძლევა „მწვანე სტატუსს?!“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.