გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

ამბობენ, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან და თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ სხვანაირად იყო. ისე გამოჰყავთ, რომ გულუბრყვილო ადამიანმა, რომელიც მოწყვეტილია ყოველდღიურობას, შეიძლება დაიჯეროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე უნდათ ისეთი წარმოდგენა შექმნან, რომ თითქოს თუ კარებს დაგვიკეტავენ ფანჯრიდან უნდა შევვარდეთ, წერილი ვაგზავნოთ და თითქოს, ეს არის აქტიურობა და თითქოს ეს აქტიურობა განაპირობებს ყურადღებას საქართველოს ან უკრაინის მიმართ. ამ დროს უშველებელი პროცესები მიმდინარეობს. რეგიონსა და მსოფლიოში დაპირისპირების ეს ხარისხი, რაც დღეს გვაქვს, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ამერიკას, ნატოს წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ავალებს, თავისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ პროცესებში იყვენენ ჩართულები. საქარტევლო მოკავშირეა და ამას ვერაფერი, ამ მხრივ იმდენი ნაბიჯია გადადგმული, რომ არ მგონია ოპონენტებს რაიმე სალაპარაკო დარჩეთ. მაგრამ ვერ მოაგვარეს ის, რომ ეს საკითხი თავიანთი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღონ ეს საკითხი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.