გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

ჩიხში მოექცნენ თავისივე ამ ბოროტების გამო, რომელიც თესეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში და საკმაოდ სერიოზული დაღი დაასვეს ჩვენს ისტორიას, აქედან ვეღარ გამოდიან, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ამას ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორიც დაემატა, რომელიც პატარა პოლიტიკურ პარტიებს პრაქტიკულად აშანტაჟებს.

„ფაქტი ერთია, მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.