მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

მერის განცხადებით, ტყიბულში, სადაც მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა

ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, ტყიბულში, სადაც დღეს ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადმაინი მოიყოლა, სამუშაოები ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა და მოსახლეობის ნაწილი, თავისი ინიციატივით აწარმოებდა სამუშაოს.

„სამუშაოს კერძო პირები აწარმოებდნენ. დადასტურებულია, რომ საქმიანობას ლიცენზიის გარეშე ეწეოდნენ“, - აღნიშნა დავით ჩერქეზიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, მაშველები მიმდინარეობს შახტში ჩარჩენილი მეორე მოქალაქეს ეძებენ.