ბოკერია: თუ ისე ჩამოიქცნენ, რომ სააკაშვილის გაშვება მოუწიათ, ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ხელისუფლება

ბოკერია: თუ ისე ჩამოიქცნენ, რომ სააკაშვილის გაშვება მოუწიათ, ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ხელისუფლება

საკითხის დასმა, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად გვჭირდება სააკაშვილის გათავისუფლება, ლოგიკურად ნონსენსია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში თქვა.

მისი თქმით, სტრასბურგი თუ მეექვსე მუხლს განიხილავს, მაშინ შესაძლოა რეჟიმს გაუჭირდეს და თქვას, რომ მე გავუშვიო.

“თუ ისე ჩამოიქცა ხელისუფლება, რომ სააკაშვილის ფიგურის გაშვება მოუწევს, მას შემდეგ, რაც ასეთი ფასი დაადო მას, ეგ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ხელისუფლება. არის სხვა სცენარებიც, ახლა სტრასბურგში არსებითად წაღების შემთხვევაში, რაც პირდაპირი – მეექვსე მუხლის ამბავია, რაც მგონია, რომ შესაძლებელია, ისეთი ხარისხის საქმეა. ეს ძალიან იშვიათად ხდება. არა იმიტომ, რომ დარღვევები არ არის, არამედ სტრასბურგი ასეთ საკითხებში იშვითად შედის ხოლმე. მაგრამ, სააკაშვილის საქმეზე, ჩემი აზრით ამის სრული საფუძველია. ამ შემთხვევაში შესაძლოა რეჟიმს გაუჭირდეს და თქვას, რომ მე გავუშვიო. მაგრამ, საკითხის ასე დასმა, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად გვჭირდება სააკაშვილის გათავისუფლება, ლოგიკურად ნონსენსია. ეს თუ მოხდა, ეს უკვე ლოგიკურად ნიშნავს დამარცხებას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.