გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებს გამოეხმაურა.

„როდესაც ამ დონეზე ვერბალური განცხადებები კეთდება, ეს არ არის მხოლოდ განცხადებები, ამას ჰქვია მოქმედებების დაწყების სიგნალი. რა მიმართულებით განვითარდება ეს მოქმედებები, წინასწარ არ ითქმება, მაგრამ ფაქტია, რომ საუბარია ეკონომიკური, პოლიტიკური და უშიშროების მიმართულებით გარკვეულ შეთანხმებულ ქმედებებზე ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს.