„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მისცენ.
"რა თქმა უნდა, სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში და "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს ის დაუმალოს ამომრჩევლებს, რაც ყოვლად დასაგმობია, მაგრამ რას ნიშნავს თავისუფლება სააკაშვილს? არსებობს ლეგიტიმური გზა - პრეზიდენტის შეწყალება, რომელმაც უარი თქვა. მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სააკაშვილს მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. აქ თუ რამე მოსაზრებები არსებობს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მაგრამ, არარეალური გეგმები არ უნდა დავსახოთ", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.